საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების მხარდაჭერის მიზნით ქართულენოვანი ბიზნეს ჰაბი შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფორთოვოს საკუთარი ბიზნესი.
,,საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუაური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, შევქმენით პორტალი ,,ბიზნეს ჰაბი'', სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს სწორედ მისთვის საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით. პორტალზე მოცემული მრავალფეროვანი სიახლეები შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, ზუსტად ჩამოაყალიბოს როგორ უნდა დაიწყოს, განავითაროს და მართოს საკუთარი ბიზნესი'' - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
BM.GE-ს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა საზოგადოებას ეს ნაბიჯი აღექვა, როგორც იმ მოვლენების პასუხად, რომელიც ფინანსთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა, კიკნაველიძემ დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს ჰაბზე მუშაობა 6 თვის წინ დაიწყო, ეს შეიძლება აღქმული იქნას, როგორც საპასუხო ნაბიჯი, რადგან საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.