მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკმა" "ბიზნეს კაფეს" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა

5bd44fc418fb4
BM.GE
27.10.18 15:50
814
„საქართველოს ბანკმა“ და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ პროექტ „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა - “სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“, გამართეს.

შეხვედრა ტურმიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის - “აჭარა ჯგუფის” განვითარებას მიეძღვნა.

როგორც bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში ქართული კომპანიის მიერ შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე და სტუმრებს სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„ბიზნეს კაფეს“ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია, ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები