მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკმა და დაცვის პოლიციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

5a56037ee441d
BM.GE
10.01.18 16:11
834
საქართველოს ბანკმ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ. მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები