მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკმა“ და „ჯეოქეისმა” „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მესამე დისკუსია გამართეს

BM.GE
03.02.23 11:45
236
სტატიაში საუბარია:
“საქართველოს ბანკმა“ და ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისმა“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გამართეს. დისკუსიის მთავარი თემა - „საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა მიიღო. დისკუსიას მოდერაცია „ჯეოქეისის“ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა გაუწია. განხილვის მთავარი მიზანი სახელმწიფოს, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის, გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების გაანალიზება იყო. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი და, შესაბამისად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს ბანკისა და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები