„საქართველოს ბანკმა“ ე.წ. სერვის ადმინისტრატორის პოზიცია გააუქმა. ამის შესახებ Bm.ge-ს „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს.
მათი თქმით, ბანკი თავისი უწყვეტი განვითარების პროცესში პერიოდულად ახდენს ბიზნეს სტრატეგიისა და ამოცანების გადახედვას და სწორედ ამან განაპირობა ცვლილებები.
“ბანკმა ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას გაუკეთა შეთავაზება სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე და მათი დიდი ნაწილი, ვინც მიიღო ეს შეთავაზება, კვლავ აგრძელებს მუშაობას საქართველოს ბანკში“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკში სერვის ადმინისტრატორის პოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია Bm.ge-ის ბანკის ყოფილმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. მათი განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირები მენეჯმეტმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

























