მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკმა" კახა კიკნაველიძეს 3.7 მილიონი ლარის ღირებულების აქციები გადასცა

5c4ee3481d39c
BM.GE
28.01.19 15:40
1430
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "საქართველოს ბანკის" ყოფილ გენერალურ დირექტორს კახა კიკნაველიძეს ბანკის 68,000 აქცია გადაეცა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც დღეს 1.08 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ 3.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის შეეძლება კიკნაველიძეს ამ თანხის განკარგვა.

შეგახსენებთ, რომ კახა კიკნაველიძე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. ხსენებულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2011 წლის 24 ოქტომბრიდან, ის "ბიჯეო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მათ შორის - "ბიჯეო ჯგუფის" აუდიტის, რისკებისა და ნომინირების კომიტეტების წევრი. გარდა ამისა, 2008 წლიდან მოყოლებული, კიკნაველიძე "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წევრი იყო. ის საქართველოს ბანკში არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები