მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკმა მობილბანკსა და ინტერნეტბანკში საჩუქრების კამპანია დაიწყო

6364f96e0811c
BM.GE
04.11.22 15:36
1056
საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს და მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მომენტალური საჩუქრების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მომხმარებელი, რომელიც კონკრეტულ საბანკო პროდუქტებს 30 დეკემბრამდე მობილბანკის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით გაიაქტიურებს, მომენტალურ საჩუქრებს მიიღებს.

ეს პროდუქტებია:

• შეგროვებადი ვადიანი ან მოთხოვნამდე ანაბარი;
• ყულაბა;
• VISA, Mastercard ან PLUS ბარათი; (როგორც ახლის დამზადება, ასევ არსებულის განახლება)
• ბარათის დაცვა;
• ავტომატური გადარიცხვები;
• მესამე პირის წინაშე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა;
• ავტომატური გადახდები.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პროდუქტის გააქტიურებისას მომხმარებელს იქვე გამოუჩნდება შეტყობინება, მიიღო თუ არა, და რა სახის საჩუქარი მიიღო. სუპერპრიზით მომენტალურად თვეში მაქსიმუმ 10 ადამიანი დასაჩუქრდება. სხვა უამრავი მომენტალური საჩუქრებით კი მომხმარებელი ყოველ 30-ე ტრანზაქციაზე დასაჩუქრდება.

რაც შეეხება საჩუქრებს, შეგიძლიათ მიიღოთ:

• 1 000 ან 4 000 PLUS ქულა;
• 1-5 GB ინტერნეტი;
• 5 ლარი;
• სუპერპრიზი - 1 000 000 PLUS ქულა.

საჩუქრების შესახებ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3UjR1JF 

აქცია 30 დეკემბრამდე გრძელდება და მის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ:
• მომხმარებელი იმ საბანკო პროდუქტს იაქტიურებს, რომელიც სჭირდება;
• ავტომატურად ერთვება და მონაწილეობს აქციაში;
• საჩუქრის მიღების შემთხვევაში, ის მომენტალურად ერიცხება მომხმარებელს.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ მობილბანკის აპლიკაციით, მისი ჩამოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://app.bog.ge/LLKJ

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები