მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკმა ქალ მეწარმეთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დაიწყო”

საქართველოს ბანკმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, კახეთის რეგიონალურ განვითარების ფონდთან, და Visa-სთან თანამშრომლობით, ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო. პროექტში მონაწილეობას ის პირველი 100 მეწარმე ქალი მიიღებს, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით ისარგებლონ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ CARE Caucasus პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის მონაწილეებს შეარჩევს და მათთვის ბიზნესის მართვისა და განვითარების უფასო კონსულტაციებსა და მენტორობას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები