საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ფორუმმა თავი მოუყარა პედაგოგებს, ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მეცნიერებს და ტექნოლოგიების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე დისკუსიის თემა იყო ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მოიტანა ციფრულმა რევოლუციამ განათლებაში და ხელოვნურმა ინტელექტმა, მისმა განვითარებამ. ფორუმის მიზანი იყო გამოეკვლია თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად და მისი გარდაქმნისთვის. ასევე, ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იყო ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო სტრატეგიები საკლასო ოთახებსა და საგანმანათლებლო გარემოში.