მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა სტიპენდიების ახალი პროგრამა დაიწყო

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ საქართველოს ბანკის 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები