მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა UNDP-სთან ერთად მეწარმე ქალთა მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო

BM.GE
24.03.23 09:34
221
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან UNDP-სთან ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. შემოსული განაცხადებიდან, საბოლოოდ პროგრამაზე მოხვედრას 25 მეწარმე ქალი შეძლებს, რომლებსაც თეორიული უნარების გაუმჯობესებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შესაძლებლობა მიეცემათ. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელს ქმნის და ოთხ ძირითად სფეროს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას აერთიანებს. პროგრამა ოთხივე ეტაპის გავლის შემდგომაც არ სრულდება და პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ, რომლებსაც UNDP და საქართველოს ბანკი მათ მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები