მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები RECSOL-ის საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებაზე ითანამშრომლებენ. დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მდგრადი და ინოვაციური ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა. RECSOL-ის საბურავების გადამუშავების ქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნარჩენის - გამოყენებული საბურავების ეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნას ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსად. გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული. საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები