მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

642ffdf7b74f7
BM.GE
07.04.23 15:25
570
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, თბილისში, მარჯანიშვილის N6-ში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. ინვესტიცია 2 479 000 ლარს შეადგენს.

კლინიკა, რომელიც მულტიფუნქციურ ამბულატორიასთან ერთად დღის სტაციონარსაც აერთიანებს, 1 100 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.
„საქართველოს ბანკთან ერთად ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია. ბანკთან თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით საკმაოდ მალე მოვახერხეთ კლინიკის გახსნა. ამ ეტაპზე გვაქვს მულტიფუნქციური ამბულატორია, დღის სტაციონარით, რომელიც მოიცავს, როგორც სრულ დიაგნოსტიკას (რენდგენს, გერმანულ ლაბორატორიას, ექოსკოპიას, პედიატრიასა და ონკოლოგიას ქიმიოთერაპიით და ობსერვაციით), ასევე კარდიოლოგიას, რევმატოლოგიას, დერმატოლოგიასა და თერაპიას. აღსანიშნავია, რომ კლინიკას აქვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სრულად გერმანული, უმაღლესი ხარისხის ანალიზატორებით არის აღჭურვილი. ლაბორატორიის მუშაობის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერ პაციენტს შეუძლია, თვალი ადევნოს პროცესს, თუ როგორ, სად, რა პირობებში, და რომელი ანალიზატორით კეთდება ესა თუ ის ლაბორატორიული კვლევა.

ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკასთან. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებთანაც. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ გაფართოებასა და განვითარებაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ხარისხიანი და მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და პლასტიკური ქირურგიის მიმართულების დამატებას“,- განაცხადა კლინიკა „პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ალინა ჩხაიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, ის უკვე მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიას უკვე აქვს განვითარების სამომავლო გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სერვისების რაოდენობა, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ამ დროისთვის კლინიკას 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მოხარული ვართ, რომ კლინიკა ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები