კახეთში, კერძოდ საგარეჯოს რაიონში, 4000 ჰექტარ მიწის ფართობზე აჭარა ჯგუფმა რეგენერაციული აგრონომიული პროექტი “უდაბნო” 2016 წელს დაიწყო. უდაბნო ჯგუფი დღესდღეობით მრავალი სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს და სულ ცოტა ხნის წინ თბილისში საკუთარი მაღაზია და უდაბნო ლაბიც გახსნა, თუმცა კომპანიას წინ დიდი გეგმები გაქვს, ახალი პროდუქტების დამატებასა და არსებული მიმდინარეობების გაფართოებას აპირებს, რაშიც მათი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ბანკია და სამომავლო გეგმებისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტირებაა გათვლილი.