საქართველოს ბაზარზე გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ შემოვიდა. მისაბმელი და ნახევრადმისაბმელიანი მძიმე ტექნიკის გერმანულმა კომპანიამ შვილობილის „შმიტც კარგობულ ჯორჯიას“ ოფისი თბილისთან, განბაჟების ეკონომიკური ზონის სიახლოვეს, ოფიციალურად უკვე გახსნა. „საქართველო ავირჩიეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი საქმიანობის ჰაბად“- განაცხადა ბორის ბილიხმა, „შმიტც კარგობულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.