მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია"(BAG): ბიზნესის ნდობა სასამართლოს მიმართ შემცირებულია!

58dce66165040
ელენე გოგბერაშვილი
30.03.17 15:20
2539
"სასამართლოს მიმართ ბიზნესის ნდობა შემცირებულია"-ასეთია "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადება, რომელიც მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

მან "საქმის კურსთან" საუბარში ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ დღეს ბიზნესს სასამართლოსთან კომუნიკაცია უჭირს. სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ბიზნესისა და ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე. გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ მინისტრის მხრიდან არის მზაობა, აღნიშნულ საკითხზე ბიზნესთან საუბარი ინდივიდუალურ ფორმატში გაიმართოს.

"ბიზნეს დღეს სასამართლოსთან კომუნიკაცია უჭირს. რეალურად სასამართლოდან ვიღებთ ძალიან ბევრ არაადექვატურ გადაწყვეტილებას ბიზნესთან მიმართებაში. ბიზნესის ნდობა ზოგადად რასაკვირვლია შემცრებილია, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ არაადექვატურ გადაწყვეტილებებს. იმედია ამას ტექნიკური ან სხვა სახის ფორმატი აქვს, მაგრამ ჩვენ რომ ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონობით ჯარიმები დაეკისრათ და იქ არის გაჭიანურებული საქმეები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო და პროფესიოალური გადაწყვეილებები მივიღოთ სასამართლო ხელისუფლებისგან"-განუცხადა გიორგი ჭირაქაძემ "საქმის კურსს". 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდები "ბრიტიშ ამერიქან ტობაკო" და "ფილიპ მორისი" დაახლოებიტ 90 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები