მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელეს

6433b775f41c5
BM.GE
10.04.23 11:14
382
შრომითი ბაზრის მიმდინარე გამოწვევები, პასიური სამუშაო ძალის გააქტიურება და ბიზნესის პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ სამუშაო ძალასთან იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული სერვისები გააცნო. საუბარი შეეხო, როგორც დასაქმების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების ოთხწლიანი ჯავშანი და მასთან მიბმული სიკეთეები.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასაქმების და კადრების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„მოხარულნი ვართ, რომ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ბიზნეს სექტორს მათი სერვისები, განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან შესაბამისი, სამუშაო ძალის არარსებობა სერიოზულ შეფერხებას უქმნის სექტორის ეფექტიან ოპერირებას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კადრების დეფიციტი BAG ინდექსის კვლევის თანახმად ბიზნეს სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები