საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
დღემდე ლევან ვეფხვაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
სამუშაო გამოცდილება: 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; 2017 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 -2018 წ.წ. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი; 2008 – 2012 წ.წ. საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 – 2007 წ.წ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია ტელეკომპანიაში "იმედი".
ლევან ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი) და დიდ ბრიტანეთში - სტრატკლაიდის ბიზნეს სკოლა, გლაზგოს უნივერსიტეტი - გლობალური ენერგომენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2014 – 2015) და ამავე უნივერსიტეტის რაოდენობრივი ფინანსების სამაგისტრო პროგრამა (2015 – 2016).

























