მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის Platino Industria ფორუმში მონაწილეობის შედეგად, საქართველოში ესპანური კომპანიების ვიზიტი დაიგეგმა

615d72751d427
BM.GE
06.10.21 14:06
414
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ Platino Industria ფორუმზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, წარმოედგინათ საქართველო, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილი და საკუთარი კომპანია, როგორც პოტენციური კინოგადაღების სასურველი ადგილობრივი პარტნიორი.

პროექტის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა B2B შეხვედრები გამართეს ლათინო-ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით დაიგეგმა ესპანური კომპანიების ვიზიტი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ესპანურ ორგანიზაცია „ეხედას“ (EGEDA) შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძე და „ეხედას“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა; Platino Industria - ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლოს ანტონმა. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ასევე წევრ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და საკუთარი გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს.

„ეხედა“ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ორგანიზაციას, რომელიც აუდიოვიზუალური მწარმოებლების ინტერესებს იცავს ესპანეთში.

შეგახსენებთ, რომ Platino Industria Forum-ზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სწორედ „ეხედასთან“ პარტნიორობით მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პარტნიორობა კი ევროკავშირის ინიცირებული პროექტის, EU4BUSINESS - Connecting Companies ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები