მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად 5 წლით სოსო ფხაკაძე აირჩიეს

5d124886adab3
თელარა გელანტია
25.06.19 20:11
1457
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ასოციაციის საერთო ყრილობაზე პრეზიდენტად სოსო ფხაკაძე აირჩიეს.

BAG-ის ყრილობა დღეს გაიმართა.

როგორც bm.ge-ის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, საერთო ყრილობაზე წევრების უმრავლესობამ მხარი სოსო ფხაკაძეს დაუჭირა; ის ერთადერთი კანდიდატურა იყო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს კვლავ ლაშა პაპაშვილი დაიკავებს.

გარდა ამისა, დღევანდელ საერთო ყრილობაზე გადაწყდა და ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ცალ-ცალკე ორგანოები იყო, ერთმანეთს შეერწყა და 25 წევრით დაკომპლექტდება.

შეგახსენებთ: გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები