მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა

5cab77d9b986c
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.19 20:36
1008
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ჭირქაძემ გადადგომის შესახებ ასოციაციის წევრებს წერილობით აცნობა.


"მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია - დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, საქართველოში ყველაზე გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხებთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით პროაქტიურად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება - ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ წაადგება ასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებას. მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტი,"- წერს გიორგი ჭირაქაძე. 

ამასთან, ასოციაციის ახალი პრეზიდენტის შესახებ გიორგი ჭირაქაძე წერს:

"ჩვენი წესდების შესაბამისად, BAG-ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობს თითოეული თქვენგანი და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად იყო ჩართული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მშენებლობის საქმეში", - წერს ჭირაქაძე. 

bm.ge ოფიციალური კომენტარისთვის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით, საკადრო ცვლილება არ დაადასტურეს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები