მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს

5cadea39ac3e4
BM.GE
10.04.19 17:05
1471
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლის საკითხს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, განვმარტავ შემდეგს:

ა) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც ასევე არჩეულია წევრთა საერთო ყრილობის მიერ 4 წლის ვადით, 2017 წელს.

ბ) რაც შეეხება სხვა ნებისმიერ საკითხს, როგორც ყოველთვის, გადაწყდება ასოციაციის შიგნით, ასოციაციის წევრებთან ერთად”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭირაქაძემ რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები