მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ITMC გახდა

649a950a6e2a0
BM.GE
27.06.23 11:49
583
სატრანსპორტო კომპანია “ITMC”, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა.

“ITMC”-იმ მოკლე დროში დაიკავა წამყვანი პოზიციები ტვირთების გადაზიდვისა და ტრანსპორტირების სფეროში და გახდა სანდო პარტნიორი არაერთი წამყვანი ქართული კომპანიისთვის მათი ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვა-განხორციელებაში.

ციფრული ტექნოლოგიების, გამართული, კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული პროცესებისა და კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით, ITMC პასუხისმგებლობის დაზღვევის ქვეშ სთავაზობს მომხმარებელს როგორც სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს, ისე საბროკერო მომსახურებას.

27 ივნისიდან ITMC-ის სერვისებს დაემატა რეგულარული საბორნე გადაზიდვები ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებას. გემზე „ვილნიუსი“, ITMC მომხმარებელს უზრუნველყოფს 50 ადგილით, თითოეულ შესრულებულ რეისზე.

კომპანია აანონსებს 2023 წლის ოქტომბერში საკუთარი ტერმინალის მშენებლობის დასრულებას, რაც მათ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს უმაღლესი სტანდარტების საბაჟო მომსახურებითა და A კლასის სასაწყობე ფართით.

აღსანიშნავია, რომ ITMC-ის გუნდი, მოწვეულ დარგის ექსპერტებთან ერთად ამუშავებს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ლოგისტიკის სფეროს ახალ საფეხურზე აყვანას. კომპანია სტრატეგიულ გეგმას 2023 წლის სექტემბერში წარმოადგენს.

სწორედ ეს სტრატეგიული დოკუმენტი იქნება კიდევ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტის სათავე, იქნება ეს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, თუ სხვა აქტივები და ინოვაციური სერვისები, რომელიც გლობალური მოთამაშეებისთვის ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„მივესალმებით კომპანია “ITMC”-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ასოციაცია აქტიურად მუშაობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენს მზაობას ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობის მიმართულებით. “ITMC”-ის ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოხსენებულ სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები