საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მის კიდევ ერთ წევრ კომპანიას, აისფეისს ესტუმრა. კომპანია ქართულ ბაზარზე ეფლის პროდუქციის ოფიციალური შემომტანია და ერთადერთი ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ბიზნეს ასოციაციის და აისფეისის დაპარტნიორება კი ორმხრივ სარგებელსა და განვითარებასთანაა დაკავშირებული.