მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

BAG
16.02.24 13:08
471

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საელჩოს წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველკვარტალური კვლევის, BAG ინდექსის, შედეგები გააცნო, სადაც ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური კადრების და ზოგადად შრომის ბაზარზე არსებულ ადამიანური რესურსების დეფიციტზე.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იყო ენერგეტიკული პროექტები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციასა და როლზე, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, როგორც გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენას. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობასთან საქმიანი დიალოგი დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები