მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს

ბაგ
14.06.24 17:09
302

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების საფუძველზე დაინიცირდა.

ასევე, განიხილეს მონიტორინგის სისტემა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დადგენილი საშეღავათო ვადები და საურავის დაკისრების გამომწვევი მიზეზები.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისაგან მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია.

„აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოსთან გარკვეული დროის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია, იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ჩვენი წევრი კომპანიების მხრიდან იკვეთებოდა. აღნიშნულს, სააგენტოს მხრიდან მოჰყვა სწრაფი რეაგირება და მოხდა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება კანონმდებლობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას. დღევანდელ შეხვედრაზე კი განვიხილეთ საპენსიო შენატანების, როგორც დეკლარირების, ისე გადახდების ნაწილის ადმინისტრირების პროცესი და ამ პროცესებთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ეფექტიანი საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელიც გაამარტივებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას, ხოლო კომპანიებში გაამარტივებს აღრიცხვიანობას. თუმცა წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას სჭირდება სამთავრობო სტრუქტურების აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგანაც ზუსტად მოხდეს ყველა იმ ტექნიკური საკითხის ასახვა, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიური ოპერირების დროს აფიქსირებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები