მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბოტანიკური ბაღი" ქართული ჯიშების აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას

5bcecc04f363f
მაია ბიწაძე
23.10.18 11:18
2197
„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ ქართული ჯიშების აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ Bm.ge-ს პროექტ ,,გემოვანის“ დამფუძნებელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ,,გემოვანის“ ხელმძღვანელმა ოთარ ნაჭყებიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც მხარეებმა გადაწყვიტეს ითანამშრომლონ საქართველოს იშვიათი, გადაშენებადი და ტრადიციული მარცვლოვანი, პარკოსანი და საზეთე-ბოჭკოვანი კულტურებისა და მათი ველური მონათასავე სახეობების კვლევის, კონსერვაციის, აღდგენისა და პოპულარიზაციის საკითხებში.

მემორანდუმის ფარგლებში, შპს გემოვანი გამოხატავს მზადყოფნას:

ა) ხელი შეუწყოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქართული ენდემური მარცვლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთების მოწყობას, აღნიშნული კულტურების ტრადიციული გავრცელების ადგილებში მათი შემდგომი გამრავლებისა და მეურნეობაში დანერგვის მიზნით.
ბ) ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზების მიზნით, ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალის გამართვას და მის ტრადიციულ გამოფენად ფორმირებას;
გ) საქართველოში ეთნობოტანიკური ცოდნის შეგროვებისა და პოპულარიზების მიზნით მხარი დაუჭიროს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკის სადემონსტრაციო კუთხის შექმნას;
დ) საქართველოს მარცვლოვანი, პარკოსანი, საზეთე ბოჭკოვანი კულტურებისა და მათი ველური წინაპრები მეცნიერული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით ითანამშრომლოს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან სამეცნიერო კადრების მომზადების საკითხებში.

თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღი მზადყოფნას გამოთქვამს:

ა) ხელი შეუწყოს შპს „გემოვანს“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქართული ენდემური მარცვლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთების მოწყობაში, ბაღის საკოლექიო ფონდიდად (თესლმარაგიდან) სარგავი/სათესი მასალების მიწოდების გზით.
ბ) მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია შ.პ.ს „გემოვანს“ პურის ფესტივალის გამართვის ცალკეულ საკითხებზე, აგრეთვე წარუდგინოს მას დეტალური ანგარიში, ფესტივალზე კომპანიის მხარდაჭერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;
გ) წარუდგინოს წინადადებები შპს „გემოვანს“ სამეცნიერო კადრების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები