მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჩემპიონები გერმანიაში რობოტიკის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

საქართველოს ჩემპიონები გერმანიაში რობოტიკის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
14.06.24 17:21
625

რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები CyberPhoenix- და Vekua 42 გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, საქართველოს სახელით საასპარეზოდ გაემგზავრნენ.

RoboCup Juniors- პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელიც რობოტების მოყვარულ ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან აერთიანებს. ჩემპიონატზე მონაწილეებს საშუალება აქვთ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და მიღწევები რობოტიკაში კონტინენტურ დონეზე.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერების ტექნიკური კომპეტენციის, კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების პოპულარიზაციას და აღნიშვნას. ევროპის ჩემპიონატი ხელს უწყობს არა მხოლოდ ტექნიკურ განათლებას და თანამშრომლობას, არამედ სხვადასხვა კულტურისა და პერსპექტივების გაგებასა და დაფასებას.

ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად გუნდები რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატზე შეირჩნენ, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ისტორიაში პირველად ჭიათურამ უმასპინძლა.

RoboCup Georgia-ს ფარგლებში, თვითშემოქმედების, უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჩვენება მთელი საქართველოს მასშტაბით 23-მა გუნდმა მოახერხა. ხოლო მთავარ პრიზს ორი საუკეთესო - მულტიფუნქციური ცენტრის გუნდი CyberPhoenix-ი და თბილისის ვეკუას სკოლის გუნდი Vekua42 გახდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები