გადაწყდა, საქართველო-ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში ავიდეს. მხარეები იზიარებენ ვალდებულებას თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში გააფართოონ. საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, რომელთა შორის არის ეკონომიკა.
აღნიშნულ საკითხზე „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელმა, პაატა ტრაპაიძემ BMGtv-ის გადაცემაში 'ანალიტიკა' ისაუბრა. მისი მოსაზრებით,საქართველო უფუნქციოდ დარჩენილია და ახლა დროა ფუნქცია შეიძინოს.
რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს ის ამბობს, რომ ამჟამად საქართველოს ჩინეთის ბაზარზე გასატანი პროდუქტი არ აქვს.
„ყურადღებას არ გავამახვილებ თავისუფალ ვაჭრობაზე, რადგან საქართველოს დღესდღეობით არაფერი არა აქვს გასაყიდი ჩინეთში. ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ფუნქცია უნდა შევიძინოთ. მახსენდება დათა თუთახშია სადაც ჩვენი ქართველი მოაზროვნეები ისხდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ უფუნქციოდ დარჩენილი ერი - ჩვენ გვინდა არ გინდა რაღაც ფუნქცია უნდა მივიღოთ.
ტურიზმის ფუნქცია ყველაზე სუსტია, რომელიც შეიძლება ავკრიფოთ ბიზნესის თვალსაზრისით. ჩვენ რაც უფრო მეტად რაღაც ფუნქციას დავანახებთ მსოფლიოს, მით უფრო ჩვენი ქვეყანა შედგება. ჩვენ შედგომის გზაზე ვართ.
ჩვენ ღრმად უნდა ვიცოდეთ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ჩემია აზრით დღეს ბრძოლები სავაჭრო გზების კონტროლისთვის მიდის.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, რასაც ამბობენ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები მგონია, მაგრამ თუ ეს განვითარდა ვერაფერს კარგს მისგან ვერ მივიღებთ. მე მგონია რომ ევროპელებმა და ჩინელებმა უნდა შექმნან ჩვენს ქვეყანაზე გასასვლელი კორიდორი, რომელიც საკმაოდ სერიოზულად უზრუნველყოფს საქართველოს ფუნქციას“, - განაცხადა მან.