მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟების მიმოხილვა

5cc7f22bd109a
ლევან თაღიაშვილი
30.04.19 14:30
650
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ე.წ „ფიქსინგის“ დროს, შპს "m2 კომერციული ქონებების" ობლიგაციაზე 254 ათასი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო.  თითო ფასიანი ქაღალდის ფასის საშუალო შეწონილი 1016 დოლარი იყო და ჯამში, 250 ობლიგაცია გასხვისდა.

გასულ კვირას, 25 აპრილს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ემისიის მიხედვით, 30 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოვიდა, რომელზეც მოთხოვნა ჩვეულებისამებრ მაღალი იყო, შესაბამისად მისი ათვისება სრულად მოხდა.

ფასიანი ქაღალდის საშუალო შეწონილი პროცენტი ეროვნული ბანკის მონაცემებით, 7.1%-ია, გადახდის ვადად კი, 2023 წლის 27 სექტემბერია დასახელებული.

რაც შეეხება ლონდონის ბირჟას, Galt & Taggart-ის მონაცემებით, გამორჩეული კვირა ჰქონდა „Georgia Capital“-ს, რომლის 1 მილიონ 224 ათასი ცალი აქცია გაიყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მისი 1 ფასიანი ქაღალდი 10 ფუნტზე ძვირად ფასობს ლონდონში, შესაბამისად, გარიგების ღირებულება 12 მილიონ 446 ათასი ფუნტი იყო. „საქართველოს ბანკის“ 360 000-ზე მეტი აქცია გასხვისდა 6 მილიონ ფუნტად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 29 000-ზე მეტი, „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება, მის 153 791 აქციაზე 2 მილიონ 412 ათასი ფუნტის ღირებულების გარიგება დაიდო.

„საქართველოს ბანკი“ ამჟამად 822 მილიონი ფუნტადაა შეფასებული და მისი 1 აქციის ღირებულება 17.3 ფუნტია. „Georgia Capital“ 368 მილიონი ფუნტი ღირს, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 276 მილიონი, „თიბისი ბანკის“ ღირებულება კი 886 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი, GSX იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ის 139 ერთეულისგან შედგება.
რაც შეეხება ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციას, 31 მარტის მონაცემებით ეს რიცხვი 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები