მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5cab4e2710a6c
ლევან თაღიაშვილი
08.04.19 18:28
795
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ე.წ „ფიქსინგის“ დროს “m2“-ის 46 ობლიგაციაზე დაიდო გარიგება და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 46 ათას დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გასხვისდა შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" ობლიგაციები 30 326 დოლარად. ქართულ საფონდო ბირჟაზე გარიგებები ამით ამოიწურა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ 285 000-ზე მეტი აქცია გაიყიდა 4 მილიონ 845 ათას ფუნტად, „Georgia Capital“-ის 200 000-მდე ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 117 ათასი აქცია გასხვისდა;  „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება, კომპანიის 145 ათას აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ 282 ათასი ფუნტი იყო.

განსაკუთრებით კარგი მონაცემები და ზრდა ჰქონდათ კომპანიებს საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით. „საქართველოს ბანკის“ 1 აქცია 17 ფუნტზე ძვირი ღირს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 850 მილიონი ფუნტია, „Georgia Capital“-ის აქციის ყიდვას, თითქმის, 11 ფუნტად შეძლებთ, კომპანია კი, 412 მილიონადაა შეფასებული.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 257 მილიონი ღირს, საგრძნობლად მოიმატა „თიბისი ბანკის“ მაჩვენებლებმა, მისი ზრდა 1 კვირის განმავლობაში 3.5% იყო, ბანკის 1 ფასიანი ქაღალდი 16 ფუნტი ღირს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 876 მილიონი ფუნტია.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი, GSX კვლავ არ შეცვლილა და უკვე რამდენიმე თვეა ის 139 პუნქტისგან შედგება. გასულ კვირას გამოქვეყნდა საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი რიცხვები და როგორც საფონდო ბირჟის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, ის მცირედით, დაახლოებით, 12 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 1 მილიარდ 941 მილიონი ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები