რაც შეეხება, ლონდონის საფონდო ბირჟას, Galt & Taggart-ის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ 381 ათასზე მეტი აქცია 6.5 მილიონ ფუნტად გასხვისდა; „Georgia Capital“-ის კი, 378 ათასზე მეტ ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება ღირებულებით - 3 მილიონ 839 ათასი ფუნტი. გასხვისდა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 29,543 აქცია, "თიბისი ბანკის" კი- მხოლოდ 73 ათასი, 1 მილიონ 185 ათას ფუნტად.
რაც შეეხება მათ საბაზრო კაპიტალიზაციას და 1 აქციის ღირებულებას, „საქართველოს ბანკი“ 837 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და მისი 1 აქცია 17 ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის ღირებულება 375 მილიონია, 1 აქციის ფასი კი - 10.04 ფუნტი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 289 მილიონი ღირს, „თიბისი ბანკი“ კი, 887 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და მისი 1 აქცია 16.18 ფუნტად ივაჭრება.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი GSX კვლავ 139 ერთეულისგან შედგება და ეს მონაცემი იანვრის შემდეგ არ შეცვლილა.
გამოქვეყნდა საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი მონაცემებიც, თუმცა იგივე რიცხვები გვაქვს, არც კლება და არც მატება ამ კომპონენტში არ ყოფილა და ბირჟის კაპიტალიზაცია 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

























