მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა

5ccefca1aad56
ლიკა გურაბანიძე
05.05.19 19:16
917
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 63 632 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 61% ადგილობრივია, ხოლო 39% - უცხოეთის მოქალაქეა.

პირველად 2018 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკოდრული თანხა - 8 417 991 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები