მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხაზზე იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სომხეთის პრემიერთან, ბალტიის სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
გუშინ პარიზში ევროპული საბჭოს ლიდერთა შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საქართველო არცერთ ამ კონტექსტში ნახსენებიც არ ყოფილა.
რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში მისი ხილვადობის ასე დაკარგვა?
სტუმარი: ზურაბ ბატიაშვილი - "რონდელის ფონდის" მკვლევარი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად