პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, სადაც NATO-ს სამიტი იმართება, აშშ-ის სენატორების დელეგაციას შეხვდა.
როგორც ის "ტვიტერზე" წერს, შეხვედრაზე აშშ-თან პარტნიორობის საკითხი განიხილეს.
“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა.
საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”, - წერს პრემიერი.




























