წლის 7 თვეში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვამ 21.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 0.1 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო პორტებმა 9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით, 0.6 მლნ ტონით ნაკლებია.
გაიზარდა პორტებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა და მან წლის პირველ 7 თვეში 252,864 TEU ერთეული შეადგინა.

























