მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება

59db82a9a05d8
BM.GE
09.10.17 18:06
817
საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება. წლის 8 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 25,5 მილონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 0,8 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთებმა ჯამში 10,7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ასევე 0,8 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.

ამავე პერიოდში საზღვაო ტერმინალებმა 248 207 TEU ერთეული კონტეინეტი გადაამუშავეს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა წლის 8 თვეში 0,9 მლნ ტონით შემცირდა და 2,8 მლნ ტონა შეადგინა. შემცირდა სუფსის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან 2,4 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 2,8 მლნ ტონისა. 4,4 მლნ ტონამდე გაიზარდა ფოთის პორტში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, ხოლო ყულევის საზღვაო ტერმინალში 1,1 მლნ ტონამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები