საქართველოს დერეფანში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი გაიზარდა.
2023 წელს ქვეყანაში არსებული ორი მილსადენით 23.780 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1.4 მლრდ კუბ. მეტრით ანუ 6.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2010 წელს საქართველოზე გამავალი მილსადენებით მხოლოდ 5.9 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა.
2023 წელს "სამხრეთის გაზის დერეფნის" მილსადენით 21.420 მლრდ კუბ.მ გაზი გავიდა, ჩრდილოეთ- სამხრეთ კავკასიის გაზსადენით 2.360 მლრდ კუბ. მეტრის გატარება მოხდა.