მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

5b2d02ad51fc9
თამუნა დემეტრაშვილი
22.06.18 19:00
873
მიმდინარე წლის 4 თვეში სატრანსპორტო დარგებითა და ნავსადგურებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შადერებით შემცირებულია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11,6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 0,3 მილიონი ტონით ნაკლებია. რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს - 4 თვეში 5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7 მილიონი ტონით ნაკლებია. სამაგიეროდ, გაზრდილია ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 115 TEU-დან 133 TEU-მდე. საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობის მხრივ, შემცირებაა ბათუმის, ფოთის საზღვაო ნავსადგურებში და ყულევის ტერმინალში, ერთადერთი სადაც ზრდა დაფიქსირდა სუფსის ტერმინალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები