მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დერეფნით ხუთ თვეში 200 736 ტრაილერმა ისარგებლა - რამდენი შევიდა ბიუჯეტში?

6493f402f2f7b
ნინო ტაბატაძე
22.06.23 11:22
2071
საქართველოს დერეფანში სატვირთო ტრაილერების რაოდენობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის დერეფნით 200,736 სატვირთომ ისარგებლა. მათ გადასახადის სახით ბიუჯეტში 70 მლნ 258 ათასი ლარი შეიტანეს.

ხუთი თვის მონაცემებით, წლიურად სატვირთოების რაოდენობის 27.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, სატვირთოების რაოდენობის და ტარიფის გაზრდის გამო, ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა 2.2-ჯერ არის გაზრდილი.

რაც შეეხება მხოლოდ მაისს, გასულ თვეს ტრაილერებმა გზით სარგებლობისთვის 16,861,665 ლარი გადაიხადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გზებით, ერთ თვეში 48,176 სატვირთომ ისარგებლა, რაც წელს რეკორდული ნიშნულია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში 41,306 სატვრითომ გაიარა.

2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა:

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატვრითო ტრაილერი

სულ 5 თვე - 200,736 სატვრითო / 70.25 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები