მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს დერეფნით ყაზახეთის "მუქი" ნავთოპროდუქტების გადაზიდვები საგრძნობლად მცირდება"

5b694e13ccc51
BM.GE
07.08.18 12:00
991
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ყაზახეთის "მუქი" ნავთოპროდუქტების გადაზიდვები საგრძნობლად მცირდება“, - ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ყაზახური მუქი ნავთოპროდუქტების (მაზუთი და ვაკუმური გაზოილი ВГО ) გადაზიდვები 3.1 ჯერ შემცირდა, 2018 წლის 6 თვეში 232.4 ათ ტონა შეადგინა, 2017 წლის 6 თვეში 726. 1 ათ ტონა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით დაკარგული "მუქი" ნავთოპროდუქტები, რუსეთის ნავსადგურ ტამანში გადამისამართდა.

მუქი ნავთოპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ბათუმის ნავსადგურში გადაიზიდებოდა, სადღეისოდ, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით მაღალი ჯამური სატრანსპორტო ხარჯების გამო, პრაქტიკულად ტვირთი დაიკარგა.

ცნობისათვის, ნავთოპროდუქტები გადაიზიდება მხოლოდ სარკინიგზო ვაგონებით, მილსადენით მათი ტრანსპორტირება არ ხდება“, - განმარტავენ ცენტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები