მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ეწვევა

უზბეკეთის პრეზიდენტი

დღეს, 2 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ეს უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტია საქართველოში.

უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ოფიციალური ცერემონია, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტი სამახსოვრო გზავნილს დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები