მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა - ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების რეიტინგი

641960008ea4e
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.23 11:44
1594
საქსტატმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10.1%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 71.7 მილიარდ ლარს მიაღწია. ამასთან მშპ ერთ მოსახლეზე რეკორდული 19,452 ლარი გახდა, რაც დოლარებში $6,671 იყო.

ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ტემპით 49.9%-ით ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო გაიზარდა, რომელიც საკუთარ თავში როგორც ტელეკომუნიკაციების, ასევე მედიის და IT სფეროებს აერთიანებს, რაც ქვეყანაში საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას გულისხმობს. ასევე მაღალი 38.9%-იანი ზრდა იყო ენერგეტიკის სფეროში, ლოგისტიკის სფეროში 28.4%.

რაც შეეხება სექტორის ზომას, ყველაზე დიდი ზომის სექტორი ვაჭრობაა, რომლის ზომაც 9.5 მილიარდი ლარი იყო, რაც მშპ-ის 15.2% იყო. ზომით მეორე ადილზე დამამუშავებელი მრეწველობა იყო 6.9 მილიარდი ლარით, მესამეზე კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 6.2 მილიარდი ლარით.

ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების რეიტინგი:

● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 49.9%
● შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 39.4%
● ენერგეტიკა - 38.9%ტრანსპორტი და დასაწყობება - 28.4%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 22.8%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 17.9%;
● ხელოვნება გართობა და დასვენება (ძირითადად აზარტული თამაშები) - 17.3%;
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 16.7%
● მშენებლობა - 14.8%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 9.2%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8%
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 6.1%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5.1%
● განათლება - 4.1%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 3.3%
● სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 2.9%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება 4.8%;
● პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება 2.4%;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - კლება 5.7%;
● სხვა სახის მომსახურება - ზრდა 33%

ეკონომიკის სამ სექტორში უძრავი ქონებით ოპერაციებში, პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებსა და ჯანდაცვაში ზრდის ნაცვლად კლებაა. ამ უკანასკნელში ვარდნა სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ გასულ წელს კორონავირუსის ეპიდემიამ იკლო და შესაბამისად მასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებიც შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები