მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 5.42 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 980 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობებისა და სპილენძის მადნების ექსპორტის მატებამ. თუმცა ყველაზე დიდ საექსპორტო კატეგორიაში - მსუბუქ ავტომობილებში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. ექსპორტი წლიურად 22%-ით შემცირდა და 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt & Taggart-ის ეკონომისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები