მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა სექტემბერში 5.1%-ით გაიზარდა

საქსტატი

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სექტემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2023 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, სასტუმრო და რესტორნებმა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები