მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულიდან სერვისებზე დამოკიდებული გახდა"

5ce259da11409
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.19 11:37
1568
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება.

ლაგარდი ქართველი სტუდენტების წინაშე საქართველოს ეკონომიკის შესახებ მოხსენებით წარსდა, სადაც მან ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად მოუწია.

„როდესაც მოვდიოდი და გავიარე თბილისში, ჩემზე შთამბეჭდავი შთბაბეჭდლება მოახდინა თბილისის ძველმა უბნებმა; საქართველომ, ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზეა.

ტოლერანტობა, ღიაობა და წარსულისგან სწავლა - 1991 წელს დამოუკიდებლებობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ განსაკუთრებით რთული და გამოწვევებით აღსავსე გზებით იარა; ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა და წარმოების სექტორის კოლაფსი, ეს უმძიმესი ეკონომიკური იარები იყო საქართველოს ისტორიის ახალი თავის დასაწყისი.

გასული წლების განმავლობაში, საქართველომ ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის შესანიშნავი ისტორია დაწერა - ქვეყნის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულიდან სერვისებზე დამოკიდებული გახდა; მათ შორისაა ტურიზმიც, ამიტომაც გავუსვი ხაზი თქვენი ქვეყნის და დედაქალაქის სილამაზეს.

გაზარდეთ მოსახლეობის შემოსავლები, გაზარდეთ ვაჭრობა და შექმენით ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღია და მისასალმებელი გარემო. ეს ტრანსფორმაცია საქართველოს მუხლჩაუხრელმა მუშაობამ და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისადმი დიდმა სწრაფვამ მოიტანა“, - განაცხადა სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ლაგარდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები