მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია

26-27 ივნისს საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც აკადემიური და ფინანსური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიებაში ადგილობრივი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების 50-ზე მეტმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების საკითხებს. 26 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა“, სადაც მონაწილეებმა ფინანსური სექტორისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი, არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი;

სანდრო შელეგია - საქართველოს ეკონომიკის ასოციაცია, საბჭოს თავმჯდომარე, პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები