გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა მოთხვნის დაკმაყოფილება იმპორტირებული ელექტროენერგიით უწევს.
ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დარგებზე საუბრისას განაცხადა.
„გარდა ტურიზმისა, ასევე დავამატებდი ტექსტილის წარმოების ინდუსტრიას... ასევე რაც შეეხება ენერგეტიკა, ალბათ ეს ყველაზე გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე საქართველოს თავისი ჰიდრო-რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული, ასე რომ, როგორც ხედავთ, კიდევ დიდია შესაძლებლობების ჩამონათვალი. სიმართლე რომ გითხრათ, მე ცოტათი შეშფოთებულიც კი ვარ იმ ფაქტით, რომ წლების განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი იყო, ახლა კი, ვითარება ისე შეიცვალა, რომ პირიქით - იმპორტზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს მოთხოვნა და პლიუს ამას ის წარმოუდგენელი პოტენციალი, რომელიც ქვეყანას ჰიდრო რესურსების გათვალისწინებით აქვს, ენერგო სექტორს ალბათ ყველაზე მნიშნელოვან სექტორად წარმოაჩენს განვითარებისთვის, თუმცა მაინც მგონია, რომ ამ კუთხით მცირე წარმოება უფრო მნიშველოვანია და შესაძლებელი, ვიდრე - მსხვილი წარმოება“, - აღნიშნა ტერნესმა.

























