საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, განახლებული პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა. განახლებული შეფასება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დარჩა. სებ-ის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა და მიზნობრივ 3%-იან დონეს კვლავ აღემატებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ენერგორესურსების გაძვირებაა.
სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი


































