მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი ფაქტორი არ იქნება, რუსეთი თუ ემბარგოს დაგვიწესებს"

5790c25754d9d
BM.GE
21.07.16 16:36
1453
"საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი ფაქტორი არ იქნება რუსეთი თუ ემბარგოს დაგვიწესებს“, - ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET) მკვლევარმა ია კაციამ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა.

მისი თქმით, 2006 წელთან შედარებით, როდესაც რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესება პირველად მოხდა, დღეს ქართყლი ბაზარი დივერსიფიცირებულია. ქართული ღვინის რეალიზება მსოფლიოს 46 ქვეყანაში ხდება, რუსეთის ბაზრის წილი კი გასულ წელს 37%-მდე შემცირდა.

"ძირითადი პრობლემა, რასაც რუსული მხარე ასახელებდა იყო ის, რომ ქართული ღვინო იმ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, რაც რუსეთს ჭირდებოდა. თუმცა მას შემდეგ დიდი კომპანიები ხარისხზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ამ კუთხით წინსვლები აქვთ. თვითონ კომპანიებიც ცდილობენ რუსეთის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებას. 2006 წელს უფრო მტკივნეული იყო ჩვენთვის რუსული ემბარგო. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის წილი 2 %-ია და ციფრებს თუ დავეყრდნობით დიდად საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი ფაქტორი არ იქნება რუსეთი თუ ემბარგოს დაგვიწესებს. ჩვენც თუ შევზღუდავთ რუსულ პროდუქციას, დიდი წილი არც აქ ფიქსირდება და არც ეს იქნება რუსეთისთვის დიდი დარტყმა. სხვა გზები უნდა ვეძიოთ იმისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და რუსეთზე დამოკიდებული არ ვიყოთ. გამოცდილებიდან ვიცით, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მყარი არ არის და მუდმივად საფრთხის წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, ჩვენთვის ევროპული გზის ძიება უფრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი“, - განაცხადა ია კაციამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ქართული, უკრაინული, ნორვეგიული, ალბანური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. საუბარია ქართულ ღვინოზე და ბორჯომზე. მიზეზად კი რუსეთისთვის დაწესებული სანქციბის გამო, კონტრსანქციები სახელდება.

რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთისგან დამატებითი სანქციები მოლოდინი არ არის. როგორც დღეს ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, 2014 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები